ანეკდოტები გიორგი მოსიძეზე და სხვებზე

გადიდება რა განსხვავებაა ზაზა ბეგაშვილსა და გიორგი მოსიძეს შორის?
”გიორგი მოსიძე საკრებულოში მოვიდა ინტელექტ-კლუბიდან, ზაზა ბეგაშვილი კი, პირიქით, ლეიბორისტული პარტიიდან”

საქართველო - რუსეთის საფეხბურთო მატჩზე
გიორგი მოსიძე ზის ტრიბუნაზე და იძახის:
- რუსეთს რა? - რუსეთს სად? - რუსეთს როდის?

გიორგი მოსიძე ეკითხება ფიქრია ჩიხრაძეს:
- ფიქრია, რამდენი წლის ხარ?
- 27-ის.
- პასუხი მიღებულია, ახლა კი, ყურადღება, სწორი პასუხი...

გიორგი მოსიძის ჩანაწერებიდან:
”თუ დათო გამყრელიძე ექიმი, მეწარმე და ლიდერია, მაშინ მე ექთანი, პრარაბი და პრიზიორი გამოვდივარ”!

მიხო აჭედებს კედელზე ლურსმანს. უცებ ჩაქუჩი ხელზე დაირთყა, ეტკინა და ჩაქუჩს დედის გინება დაუწყო.
- რატომ აგინებ, ჩაქუჩს დედა არა ჰყავს?! - ეკითხება მარო.
ყურადღება, შეკითხვა: რა უპასუხა მიხომ მაროს?

თბილისის საკრებულოს ”ნაციონალი” წევრი შედის ბენზინგასამართ სადგურზე და გამყიდველს ეუბნება 599 ლიტრი ბენზინი ჩამისხიო.
- 599 ლიტრი რაღაა, ბარემ 600 ჩაასხიო, - ეუბნება გამყიდველი.
- 600, რა? ღორი კი არა ვარო! - უპასუხა საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან.

2005 წლის ოქტომბერში ისანში ჩატარდა მაჟორიტარული არჩევნები. ერთურთს ეჯიბრებოდნენ ”ნაციონალი” ბიძინა ბრეგაძე და ”მემარჯვენე” გიორგი მოსიძე. ჯერ ისნელებთან მოვიდა ბიძინა ბრეგაძე და შეჰპირდა: ”მე მაგრად ვიქეიფებ, კაი სუფრას გავშლი, ბევრ ღვინოს დავლევ, დიდ ნადიმს მოვაწყობ, კაის შევჭამ, კაის დავლევ, მაგარს ვიქეიფებ, ვიცეკვებ და ვიმღერებო!”. მერე ისნელებთან მივიდა გიორგი მოსიძე და უთხრა: ”მე დაგიგებთ გზებს, აგიშენებთ სკვერებს, გადაგიხურავთ სახურავებს, აგიმუშავებთ ლიფტებს, თქვენს ბავშვებს წავიყვან ბორჯომში დასასვენებლად და ა.შ.”.
ისნელებმა იფიქრეს და თქვეს: ”რა ჯობია ბრეგაძეებში ქეიფსო” და აირჩიეს დეპუტატად ბიძინა ბრეგაძე.

სიმღერა ნიკა ქავთარაძის შოუდან

ახალი ანეკდოტები გიორგიზე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: mate_chitanava@yahoo.com